რჩევები
14.12.2020 12:39
გახანგრძლივებული სიმპტომები და რეკომენდაციები - რჩევები მათ ვინც კორონავირუსი დაამარცხა

ჩვენ გვერდით უკვე ბევრი ადამიანია, ვინც დაამარცხა COVID19 და დაუბრუნდნენ ოჯახებს, სამსახურებს, საზოგადოებას, თუმცა, კლინიკურად დადასტურებულია, რომ ასეთი პირები, კორონავირუსის გადატანის შემდეგაც საჭიროებენ კოვიდ-რეაბილიტაციას. რა სიმპტომები უხანგრძლივდებათ კოვიდგადატანილ პაციენტებს და რა დაზიანებებს ტოვებს ინფექცია. აღნიშნულის შესახებ Gmnews-ის მიერ მომზადებული სტატიიდან შეიტყობთ.

როგორც წესი, COVID19- ისგან ავადმყოფთა გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა  2-6 კვირას შეადგენს, თუმცა, კვლევებით დადგინდა, რომ COVID19-ით ინფიცირების შემდეგ პაციენტთა დაახლოებით 10 %-ში ხდება სიმპტომების გახანგრძლივება. საწყისი გამოჯანმრთელებიდან სიმპტომები შეიძლება გახანგრძლივედეს კვირების და თვების განმავლობაშიც კი. COVID19-გამოჯანმრთელების შემდეგ გახანგრძლივებული სიმპტომები და შეზღუდული შესაძლებლობები, ასევე, აღწერილია მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც ამბულატორიულად მკურნალობენ.
გახანგრძლივებული სიმპტომებისკლინიკური სურათი ასეთია: დაღლილობის შეგრძნება; ხველა, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი;
გემოსა და ყნოსვის დაქვეითება; თავის ტკივილი; კუნთების ტკივილი; დიარეა, გულისრევის შეგრძნება და ტკივილი გულმკერდის/მუცლის მიდამოში. თუ თქვენ მკურნალობდით ინტესიური მეთვალყურეობის განყოფილებაში შეიძლება შეამჩნიოთ: მეხსიერების პრობლემა; ყლაპვის გაძნელება; ძილის დარღვევა; კუნთების სისუსტე და მიალგია. სიმპტომების გახანგრძლივების რისკ-ფაქტორები კი, ძირითადად არტერიული ჰიპერტენზია, სიმსუქნე, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებია. COVID 19 პაციენტებში, ასევე, იწვევს რესპირატორულ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დიფუნქციას. გახანგრძლივებულ სიმპტომებთან საბრძლოველად საჭიროა პაციენტთა მულტიდიციპლინური რეაბილიტაცია. სრულად გამოჯანმრთელების პროცესი უნდა მოიცავდეს სხვადასხვა პროფილის სპეციალისტის ჩართულობას (პულმონოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი და სხვა.)
მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთა უმეტესობაში ხდება პნევმონიისგან გამოჯანმრთელება ფილტვების დაზიანების გარეშე, COVID19-თან ასოცირებულმა პნევმონიამ შეიძლება ფილტვების მძიმე დაზიანება გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ იწვევს ფილტვის სასიცოცხლო ტევადობის შემცირებას და სუნთქვის გაძნელებას, რომლის გამოსწორებას შეიძლება თვეები დასჭირდეს.

კვირის ამბები