საზოგადოება
14.12.2020 11:42
მთავრობის ახალ შემადგენლობას გიორგი გახარია მიმდინარე კვირაში წარადგენს

როგორ ჩამოყალიბდება ახალი სამთავრობო კაბინეტი და ვინ ჩაიბარებს მინისტრების პორტფელებს ამ კვირაში გახდება ცნობილი - გიორგი გახარია მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას პარლამენტს მიმდინარე კვირაში წარუდგენს.

შეგახსნებეთ, რომ ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მოქმედი მთავრობა უფლებამოსილებას იხსნის და შესაბამისად, ამ ეტაპზე, ქვეყნის მთავრობის თითოეული წევრი მოვალეობის შემსრულებელია.

კანონმდებლობის თანახმად, მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა საკანონმდებლო ორგანოს უნდა წარედგინოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან არაუგვიანეს მეცხრე დღისა. საკითხს კომიტეტები და ფრაქციები განიხილავენ და შესაბამის დასკვნებს პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ. რასაც, რეგლამენტით, ნდობის გამოცხადების საკითხი მოჰყვება. აღნიშნული პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა და კენჭი ეყრება. ცნობისთვის, მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

კვირის ამბები