საზოგადოება
14.12.2020 11:23
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევიდან 48 შიდა ქართლში დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევიდან, 48 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ მედიასთან დეტალურად განმარტა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევიდან, 48 შიდა ქართლში დაფიქსირდა. ახალი შემთხვევების მაჩვენებლები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარა - 212, იმერეთი - 147, ქვემო ქართლი - 168, შიდა ქართლი - 48, გურია - 16, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 74, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1,“ - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმალობაში ქვეყანაში კოვიდინფიცრების 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 498 პირი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა 49 კოვიდპაციენტი.

ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 517, საიდანაც, 6 912 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 087, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 465 პირი. 2 886 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 17 719 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 48 685 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში კი, მოთავსებულია 986 პირი.

კვირის ამბები