საზოგადოება
14.12.2020 11:19
საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 498 პაციენტი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა კოტონავირუსით ინფიცირების 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭნავამ, ბრიფინგზე 14 დეკემბრის მდგომარეობით არსებული უახლესი სტატისტიკური მონაცემებისა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 554 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 3 490 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 191 063-ს.

ასევე, გასული დღე-ღამის განმავლობაშ კორონავირუსი 3 498-მა პირმა დაამარცხა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 161 681-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 839 პირი ემსხვერპლა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 517, საიდანაც, 6 912 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 087, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 465 პირი. 2 886 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 17 719 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 48 685 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში კი, მოთავსებულია 986 პირი.

კვირის ამბები