საზოგადოება
13.12.2020 15:52
შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 156 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 122 პაციენტი

შიდა ქართლიდან გაგზავნილი 375 სინჯიდან 156 ნიმუში დადებითი აღმოჩნდა, - აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში 122 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

„შიდა ქართლის რეგიონიდან სულ გაგზანილი იყო 375 ნიმუში, აქედან 156 სინჯი კოვიდდადებითი აღმოჩნდა. მათ შორის, ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე კი, მიმდინარეობს შესაბამისი კვლევა. გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 122 ადამიანი, თვითიზოლაცია კი, მოეხსნა 225 პირს. სამწუხაროდ, გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა შიდა ქართლში მცხოვრები ერთი პირის გარდაცვალების ფაქტი, გარდაცვლილი ხაშურის მუნიციპალიტეტის მკვიდრი 79 წლის ქალბატონია.

ამ დროისთვის, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 5 273-ს, მათ შორის 1 660 პაციენტი მკურნალობას გადის ბინაზე. შიდა ქართლის მასშტაბით თვითიზოლაციაშია 2 545 პირი“, - ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 942 პირი, გარდაიცვალა 46 კოვიდპაციენტი.

კვირის ამბები