საზოგადოება
13.12.2020 11:21
საქართველოში კორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 942 პირი

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 449 კვლევა, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 720 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 942 პირი, - აღნიშნულ ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბი ავრცელებს.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 449 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 628 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 6 821 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 720 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 189 726-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 942 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 158 183-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 790 პირი ემსხვერპლა“, - ნათქვასმია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 727, საიდანაც, 6 869 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 074 პირი, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 439 პირი. 3 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 19 781 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 50 777 მოქალაქე, საკარანტინე სივრცეებში კი, მოთავსებულია 1 010 ადამიანი.

კვირის ამბები