სპორტი
12.12.2020 17:32
გორელებმა ფლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს

გორის „გორმა“ ეროვნული ლიგა 3-ს ბოლო ტურის მატჩში „კოლხეთი“ დაამარცხა და მეორე ლიგაში გადასასვლელ ფლეი-ოფში მონაწილეობის უფლება მიიღო. 

გორელებმა ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა ფოთში დღეს გამართეს და მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში ორჯერ ჩამორჩნენ, მაინც შეძლეს გამარჯვების მოპოვება 4:2.

პირველი გოლი მათ კარში გავიდა (შალიკაშვილი), თანაფარდობა მალევე გორელმა ილია საბიაშვილმა აღადგინა. „კოლხეთი“ მეორე ტაიმის დასაწყიში ისევ დააწინაურა მახარაძემ 2:1. ამის შემდეგ კი, ბურთები მხოლოდ გორელებს გაჰქონდათ, ისინი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა ვეღარ შეაჩერეს. შეხვედრის მეორე ნახევარში „კოლხეთის“ კარში გოლები გაიტანეს ისევ ილია საბიაშვილმა (ამჯერად პენალტით), გურამ ხარებავამ და არჩილ ისმაელმა.

ამ გამარჯვებით „გორი“ მესამე ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გავიდა, რითაც საშუალება მიეცა ფლეი-ოფში ითამაშოს, ანუ ერთი ლიგით ზემოთ - მეორე ლიგაში გადასასვლელად იბრძოლოს.

კვირის ამბები