საზოგადოება
12.12.2020 16:52
შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 263 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 153 პაციენტი

შიდა ქართლიდან გაგზავნილი 690 სინჯიდან 263 ნიმუში დადებითი აღმოჩნდა, - აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში 153 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„შიდა ქართლის რეგიონიდან სულ გაგზანილი იყო 690 ნიმუში, აქედან 263 სინჯი კოვიდდადებითი აღმოჩნდა. მათ შორის, ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე კი, მიმდინარეობს შესაბამისი კვლევა. გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 153 ადამიანი, თვითიზოლაცია კი, მოეხსნა 190 პირს.

ამ დროისთვის, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 5 239-ს, მათ შორის 1 480 პაციენტი მკურნალობას გადის ბინაზე. შიდა ქართლის მასშტაბით თვითიზოლაციაშია 2 553 პირი“, - ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 3 907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 780 პირი, გარდაიცვალა 50 კოვიდპაციენტი.

კვირის ამბები