კულტურა
25.10.2019 13:48
საქართველო როგორც უძველესი ცივილიზაციების სამშობლო

მსოფლიოში 200-მდე სახელმწიფო და 5000-მდე ერია. მათ შორის საქართველო და ქართველი ერი ერთ-ერთი უძველესი ისტორიის მქონეა. მაგალითისთვის, GMnew-ი გთავაზობთ ფაქტებს, რომლებიც შესაძლოა აქამდე არც იცოდით:

  1. საქართველო ხორბლის ერთ-ერთი სამშობლოა, მსოფლიოში 27 სახეობის ხორბალია და აქედან 14 ქართული ჯიშისაა.
  2. საქართველოს მეტალურგიის სამშობლოდ მიიჩნევენ, აქ აღმოჩენილია უძველესი არტეფაქტები. ძველბერძნულ ენაში – პროტოქართველ ხალიბთა (ხალდეველ-ქალდეველთა) ტომის სახელი – „ხალიუფს“ ითარგმნება, როგორც -,,რკინა”, ანუ სწორედ, პროტოქართული ცივილიზაციიდან გავრცელდა მეტალურგია და რკინის იარაღი ასირიაში, მესოპოტამიასა თუ ძველ საბერძნეთში…
  3. საქართველო – ძაფის უძველესი სამშობლოა. დადასტურებულია, რომ 34    ათასი წლის წინათ, დასავლეთ საქართველოში დაიწნა პირველი ძაფი.
  4. შესაძლებელია, საქართველო თაფლის უძველეს სამშობლოდაც აღიარონ - არქეოლოგებმა ბორჯომის მახლობლად აღმოაჩინეს 5,5 ათასი წლის წინანდელი თაფლის ჭურჭელი. ეს კი, 2 ათასი წლით ძველია თაფლზე, რომელიც ეგვიპტეში, ტუტანხამონის სამარხშია აღმოჩენილი.
  5. დედამიწაზე ნიადაგის 47 სახეობაა და აქედან საქართველოში 44 ტიპი გვხვდება.
  6. საქართველო უძველეს ცივილიზაციათა სამეულში დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაცია sova.news The Top Tens-ზე დაყრდნობით გამოქვეყნდა. პირველ და მეორე ადგილებს საბერძნეთი და ეგვიპტე იყოფენ. ეს რეიტინგი ძველი ცივილიზაციებისთვის დამახასიათებელი კრიტერიუმების მიხედვით შეადგინეს.
  7. საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა მე-13 საუკუნით თარიღდება და ის მსოფლიოში, სიძველით დანიის შემდეგ მეორეა, ეს მსოფლიო ჰერალდიკის საბჭომ დაამტკიცა.
  8. საქართველოში, ფლორისმკვლევარების მიერ დათვლილია მცენარეთა 4200 სახეობა, ეს ძალიან მაღალი ციფრია. აქედან 22% ენდემია, ანუ ისეთი, მარტო აქ, ამ მიწაზე რომ ხარობს.
  9. თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე ძველი უნივერსიტეტია ევრაზიის კონტინენტზე.
კვირის ამბები