ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 3 907 ახალი შემთხვევიდან 263 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავამ, ბრიფინგზე დეტალურად წარადგინა მონაცემები რეგიონების მიხედვით.
„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 907 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 588 შემთხვევა, აჭარა - 333, იმერეთი - 599, ქვემო ქართლი - 263, შიდა ქართლი - 263, გურია - 114, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 299, კახეთი - 243, მცხეთა-მთიანეთი - 83, სამცხე-ჯავახეთი - 94, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
შეგახსენებთ, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 995, საიდანაც, 6 817 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 165 პირი (მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 442 პირი), 3 227 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 20 951 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. რაც შეეხება საკარანტინე სივრცებს, გეტყვით, რომ საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 012 ადამიანი.