ბოლო 24 საათში, ქვეყანაში, ვირუსით ინფიცირების 3 907 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, - კორონავირუსთან დაკავშირებით, 12 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ ისაუბრა.
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 907 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 843 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 907 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 187 006-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 780 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 154 241-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 50 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 744 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 907 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 588 შემთხვევა, აჭარა - 333, იმერეთი - 599, ქვემო ქართლი - 263, შიდა ქართლი - 263, გურია - 114, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 299, კახეთი - 243, მცხეთა-მთიანეთი - 83, სამცხე-ჯავახეთი - 94, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 995. მათგან 6 817 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 165, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 442 პირი. 3 227 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 20 951 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო მონაცემებით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 012 ადამიანი, თვითვითიზოლაციაში კი, იმყოფება 51 190 პირი.
სულ 6 ოქტომბრიდან - 11 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 20 243 პირი.