გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა დასრულდა. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით განხორციელდა და სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელი სივრცის მოსაწყობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან,58 475 ლარი გაიხარჯა.
„აღნიშნული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით განხორციელდა. შედგენილი და დამტკიცებული გეგმის მიხედვით მოეწყო თანამედროვე რეკრეაციული სივრცე პატარებისთვის. კერძოდ, სკვერის ტერიტორიაზე დაიგო ქვაფენილი, განთავსდა ფანჩატური, დამონტაჟდა ატრაქციონები, განათება, კალათბურთისა და ფეხბურთის კარები, ასევე, საბავშვო მოედანზე დაიგო რეზინის ფილები, დაიდგა დეკორატიული სკმები და სანაგვე ურნები“, - ნათქვამია გორის უნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც GMnews- სთვის გახდა ცნობილი, 2020 წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 14 სპორტული მოედანი და 21 დასასვენებელი სივრცე მოეწყო.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში