საზოგადოება
11.12.2020 16:18
13 დეკემბერს გორის გვირაბში სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, სავენტილაციო სისტემის რემონტის გამო, 2020 წლის 13 დეკემბერს 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობას ზედამხედველობასა და კოორდინაციას გაუწევს საპატრულო პოლიციის დანაყოფები.

კვირის ამბები