საზოგადოება
11.12.2020 16:05
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ დეპუტატებმა არჩილ თალაკვაძე აირჩიეს

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ დეპუტატებმა არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. პარლამენტის წევრებმა, სპიკერის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე 86 ხმით აირჩიეს. კანონმდებლობით, კენჭისყრა ფარული წესით წარიმართა.

კენჭისყრის წინ თალაკვაძემ პარლამენტს სიტყვით მიმართა. მისი გამოსვლის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის წარმომადგენლებს კითხვის დასმისა და განცხადების გაკეთების უფლებით არ უსარგებლიათ.

პლენარულ სხდომას ახლა უკვე არჩილ თალაკვაძე უძღვება.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობებს, პოსტებს გიორგი ვოლსკი, კახაბერ კუჭავა და დავით სერგეენკო დაიკავებენ.

პარლამენტმა თავმჯდომარის მოადგილეები უკვე აირჩია. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ვოლსკი დაამტკიცეს. არჩილ თალაკვაძის მოადგილეები კი, კახაბერ კუჭავა და დავით სერგეენკო ქინებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას მართავს. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. სხდომა რეგლამენტით გათვალისწინებული დღის წესრიგით მიმდინარეობს.

კვირის ამბები