ბერდია სიჭინავამ მედიას დედაქალაქსა და რეგიონებში არსებული სტატისტიკური მონაცემები გააცნო.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 146 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 708 შემთხვევა, აჭარა - 313, იმერეთი - 636, ქვემო ქართლი - 281, შიდა ქართლი - 268, გურია - 82, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 397, კახეთი - 252, მცხეთა-მთიანეთი - 116, სამცხე-ჯავახეთი - 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24“, - განაცხადა სიჭინავამ.
შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 4 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 129 პირი, გარდაიცვალა 37 კოვიდპაციენტი.
ამ დროისთვის, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 918, საიდანაც, 6 881 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 138, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 436 პირი. 3 400 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 20 637 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 664 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 017 ადამიანი.