საზოგადოება
11.12.2020 14:09
შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 268 შემთხვევა გამოვლინდა, სულ გაგზავნილი იყო 682 ნიმუში

შიდა ქართლიდან გაგზავნილი 682 სინჯიდან 268 ნიმუში დადებითი აღმოჩნდა, - აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში 150 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„შიდა ქართლის რეგიონიდან სულ გაგზანილი იყო 682 ნიმუში, აქედან 268 სინჯი კოვიდდადებითი აღმოჩნდა. მათ შორის, ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე კი, მიმდინარეობს შესაბამისი კვლევა. გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 150 ადამიანი, თვითიზოლაცია კი, მოეხსნა 68 პირს.

ამ დროისთვის, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 5 129-ს, მათ შორის 1 486 პაციენტი მკურნალობას გადის ბინაზე. შიდა ქართლის მასშტაბით თვითიზოლაციაშია 2 480 პირი“, - ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 4 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 129 პირი, გარდაიცვალა 37 კოვიდპაციენტი.

კვირის ამბები