COVID19-თან, ისევე, როგორც სხვა ვირუსებთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმუნური სისტემის გაძლიერებას. ამ თემაზე საუბარი ეპიდსიტუაციის გაუარესების პარალელურად კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ვრცელდება ცნობები, თითქოს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში განსაკუთრებით სასარგებლოა ციტრუსის, ასევე ჯანჯაფილის და ნივრის მიღება. შეგხვდებათ ის მოსაზრებებიც, რომ ბანანი ხელს უწყობს სისხლის შესქელებას და ამიტომაც მისი მიღება არ არის რეკომენდირებული კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, რათა ხელი არ შევუწყოთ თრომბოემბოლიის განვითარებას. GMnews-ი მოგაწვდით ინფორმაციას რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს და როგორ გამოიყურება პროდუქტების ჩამონათვალი რომლის მიღებაც COVID19-ით ინფიცირების პერიოდში ორგანიზმისთვის საზიანოა.
პირველ რიგში, აუცილებელია შეამციროთ ცხიმის მიღება, ეცადეთ არ მიიღოთ წითელი ან ცხიმიანი ხორცი, ასევე შეამცირეთ ცხიმიანი რძის მიღება.
ეცადეთ არ გამოიყენოთ ზეთი,თუ მისი გამოყენების გარდაუვალი საჭიროებაა,მზესუმზირის ან ზეთის ხილისას მიანიჭეთ უპირატესობა. თავიდან აირიდეთ მარგარინის გამოყენება.
შეამცირეთ მშრალი ნამცხვრების, ე.წ. კრეკერების, შოკოლადების მიღება.
შეამცირეთ შაქრის რაოდენობა. თუ ძალიან გსურთ რაიმე ტკბილის მიღება უპირატესობა მიანიჭეთ ხილს (შესაძლებელია დაკონსერვებული ხილის მიღებაც). ასევე, შეამცირეთ თაფლის მიღება. ეცადეთ არ მიიღოთ გაზიანი სასმელები ან ხილის წვენები (უმნიშვნელოვანესია დღის განმავლობაში 30 გრამზე ე.ი 5-6 ჩაის კოვზზე მეტი შაქარი არ მიიღოთ).
შეამცირეთ მარილის მიღება, დასაშვები რაოდენობა მხოლოდ 5 გრამი (ე.ი დაახლოებით 1 ჩაის კოვზი.) შეიძლება იყოს
შეამცირეთ, ან, უმჯობესია საერთოდ არ მიიღოთ ალკოჰოლი, რადგან ის იწვევს იმუნური სისტემის დასუსტებას. ალკოჰოლი, ასევე, ამცირებს მედიკამენტების ეფექტურობას ან პირიქით, ზრდის მას და იწვევს ინტოქსიკაციას.