საქართველოს მწერალთა სახლი გურამ დოჩანაშვილის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს. როგორც ცნობილია, კონკურსში ჩართვა საქართველოს მასშტაბით, ყველა საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.
ლიტერატურული მარათონის მონაწილეებს მოეთხოვებათ, გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მიხედვით, სამი შემოთავაზებული თხზულებიდან დაწერონ და საკონკურსოდ წარადგინონ ერთ-ერთი: კარცერი-ლუქსი - ოცნება წიგნის მოყვარულთათვის („კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“); გზა მწყემსობიდან ვატერპოლომდე („ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“); ჩემი საყვარელი ნაწარმოები გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებიდან.
საკონკურსო ესეები, აპლიკანტებმა უნდა გააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nbekishvili@writershouse.ge. ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (1000 სიტყვას). საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 10 დეკემბერი.
ესეებს მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს და სამ საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს გამოავლენს. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერებით. I პრემია - 500 ლარიანი ვაუჩერი; II პრემია - 300 ლარიანი ვაუჩერი; II პრემია - 200 ლარიანი ვაუჩერი.
ამასთან, რეგიონებიდან გამარჯვებული მოსწავლეების მგზავრობას და ღამით სასტრუმროში განთავსებას ფინანსურად მწერალთა სახლი უზრუნველყოფს. რაც შეეხება დაჯილდოებას, ცერემონია დეკემბრის ბოლოს, მწერალთა სახლში გაიმართება.