ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევიდან 214 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავამ მედიას დედაქალაქსა და რეგიონებში არსებული სტატისტიკური მონაცემები გააცნო.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 2 067 შემთხვევა, აჭარა - 331, იმერეთი - 708, ქვემო ქართლი - 352, შიდა ქართლი - 214, გურია - 72, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 325, კახეთი - 272, მცხეთა-მთიანეთი - 133, სამცხე-ჯავახეთი - 75, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსის 4570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, გარდაიცვალა 43 კოვიდპაციენტი.
ბოლო მონაცემებით, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 938, საიდანაც, 6 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 130 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453 პირი.
3 524 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 18 496 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 50 724 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში კი, მოთავსებულია 1 019 პირი.