გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მალე დასრულდება. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, როგორც ტრანსპორტის სავალი ნაწილის ასფალტირება, ასევე, მიერთებებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 1156 მეტრს შეადგენს. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება კი, 418 827 ლარია.
GMnews-ის ინფორმაციით, ამორტიზებული გზის საფარი წლების განმავლობაში პრობლემებს უქმნიდა მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს. შესაბამისად, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადადგილებისას ეს პრობლემა აღარ შეაწუხებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში