2020-2021 სასწავლო წლის აკადემიური კალენდრის მიხედვით, ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით გრძელდება, თუმცა წელს მოსწავლეებს არდადეგების პერიოდი უხანგრძლივდებათ.
როგორც ცნობილია, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული შეზღუდვების ერთ-ერთი კომპონენტი, 3-დან 15 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში უქმე დღეების გამოცხადებას გულისხმობს. შესაბამისად, სასწავლო პროცესი 15 იანვარს არც მოსწავლეებისთვის და არც მასწავლებლებისთვის არ განახლდება. იქიდან გამომდინარე, რომ 16 და 17 იანვარი შაბათ-კვირას ემთხვევა, სწავლა ორშაბათს - 18 იანვარს განახლდება. ამასთან, 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულზე სკოლები კვლავ დაისვენებენ. საერთო ჯამში, მოსწავლეები და მასწავლებლები ზამთრის არდადეგების პერიოდში 18 დღით 30 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით დაისვენებენ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში, ოფიციალურად, დასვენების დღე 1, 2 და 7 იანვარია, თუმცა, პანდემიის გამო დეწესებული შეზღუდვების ფონზე, ყველაფერი სხვანაირად დაალაგა.
ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი ქვეყნის უმეტეს სკოლაში დისტანციურად მიმდინარეობს. შეიცვლება თუ არა სწავლის რეჟიმი მომავალი სემესტრისთვის, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების განვითარებაზეა დამოკიდებული.