საზოგადოება
09.12.2020 11:27
ჟიული შარტავას ქუჩის რეაბილიტაცია აპრილში დასრულდება

გორში, ჟიული შარტავას ქუჩის რებილიტაცია მიმდინარეობს. როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებს, რაც შეეხება პროექტის დასრულების ვადებს, კომპანიას სამუშაოების დასრულების დროდ მომავალი წლის აპრილი განესაზღვრა.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის სატენდერო ღირებულება 1 007 145 ლარია.

სარეაბილიტაციო ქუჩის სიგრძე 1 239 მეტრს შეადგენს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრანსპორტის სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაცია. ასევე, მოეწყობა ღია სანიაღვრე არხი, რომელიც მონოლითური რკინა-ბეტონის ფილით დაიფარება.

 

კვირის ამბები