საქართველოში კორონავირუსის 4 734 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდზე - stopcov.ge - რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ვებ.გვერდის ცნობით, ქვეყანაში ამ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირების სულ 174 383 შემთხვევაა გამოვლენილი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში 3 895 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში კი, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსი 145 287-მა პაციენტმა დაამარცხა.
ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 38 კოვიდპაციენტი, ქვეყანაში კოვიდპანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსით სულ გარდაიცვალა 1 614 პირი.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 1 126 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 900, ხოლო კოვიდსასტუმროში - 3 689 პირი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში