შიდა ქართლიდან გაგზავნილი 663 სინჯიდან 354 ნიმუში დადებითი აღმოჩნდა, - აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში 107 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
„შიდა ქართლის რეგიონიდან სულ გაგზანილი იყო 663 ნიმუში, აქედან 354 სინჯი კოვიდდადებითი აღმოჩნდა. მათ შორის, ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე კი, მიმდინარეობს შესაბამისი კვლევა. გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 107 ადამიანი, თვითიზოლაცია კი, მოეხსნა 141 პირს.
ამ დროისთვის, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 4 647-ს, მათ შორის 1 410 პაციენტი მკურნალობას გადის ბინაზე. შიდა ქართლის მასშტაბით თვითიზოლაციაშია 2 521 პირი“, - ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 893 პირი, ხოლო გარდაიცვალა 36 კოვიდპაციენტი.