წმინდა გიორგის სახელობის გორის სკოლა-ლიცეუმი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 20-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას I-XII კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს, სასურველია სამუშაო გამოცდილება. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, თვეში 200-240 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 31 დეკემბერს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 2021 წლის 18 იანვარია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში