გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ახალუბნისა და აძვის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლო მომავალში დასრულდება. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ზემოხსენებული სოფლების დამაკავშირებელი გზის 938 მეტრიანი მონკვეთის რეაბილიტაციას 494 994 ლარი მოხმარდება.
„ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზის მოასფალტებასთან ერთად მიმდინარეობს ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობაც. უნდა აღინიშნოს, რომ დაზიანებული გზის საფარი გადაადგილებისას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა როგორც მძღოლებს, ასევე, ქვეითებს და მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდა მათი ჯანმრთელობისთვის“, განმარტავენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში
GMnews-ის ინფორმაციით, მომავალში იგეგმება აძვისა და ჯარიაშენის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციაც.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში