კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პირებს, ვირუსის დასადგენად სწრაფი ტესტის ჩატარება უფასოდ შეუძლიათ. შიდა ქართლში, მოქალაქეებს აღნიშნული ტესტის ჩაბარება 11 ლოკაციაზე შეუძლიათ.
გორი
1 - გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი - სტალინის გმზ. №2
2 - გ. აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი - ჭავჭავაძის გმზ. №56
3 – „გორიმედი“ - ცხინვალის გზტკ. №14ა
4 – „ნოვა მედი“ - ჭავჭავაძის გმზ. №8
კასპი
1 - კასპის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი - სააკაძის ქ. №110
2 – „მედალფა კასპის კლინიკა“ - სააკაძის ქ. №27ბ
ქარელი
1 - ქარელის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი - მუსხელიშვილის ქ. №7
2 – „ალიანს მედი“ - ზ. ფანასკერტელის ქ. №30
3 – „გორმედი“ - ქარელის ცენტრალური საავადმყოფო - სოფ. ბებნისი (ცხინვალის გზტკ. №14)
ხაშური
1 - ხაშურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი - რუსთაველის ქ. №38
2 – „ახალი კლინიკა“ - ხაშურის რეფერალური ჰოსპიტალი - რუსთაველის ქ. №40
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიური ტესტირების ჩატარება დაიწყო.