ბერდია სიჭინავამ, ბრიფინგზე დეტალურად წარადგინა მონაცემები რეგიონების მიხედით.
„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 729 შემთხვევა, აჭარაში - 339, იმერეთში - 673, ქვემო ქართლში - 419, შიდა ქართლში - 354, გურიაში - 126, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 388, კახეთში - 384, მცხეთა-მთიანეთში - 109, სამცხე-ჯავახეთში - 111, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 41“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 3 893 პირი, სამწუხაროდ, დაფიქსირდა გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655. მათ შორის, 6 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 123 პირი, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 425 პირი. 3 759 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 16 067 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 51 709 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში კი, მოთავსებულია 1 186 ადამიანი.