გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. წყაროს ცნობით, მიმდინარე წლის 20 ივნისიდან 3 დეკემბრამდე გორს 10 215 ვიზიტორი ეწვია.
„შიდა ტურიზმის პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების მონახულების სურვილი გახსნიდან დღემდე 13 128 ვიზიტორმა გამოთქვა. აქედან 1 349 დამთვალიერებელი ივნისში გვსტუმრობდა, ივლისში - 2 731, აგვისტოში - 3 392, სექტემბერში - 2 743, ოქტომბერში - 2 283, ხოლო ნოემბერში - 630. ტურისტებს შორის, 11 051 ადგილობრივი დამთვალიერებელი 2 077 კი, უცხოელი გახლდათ,“ - ნათქვამია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები შიდა ტურიზმისთვის 15 ივნისიდან მოიხსნა.