საზოგადოება
06.12.2020 11:45
საქართველოში Covid-19-ის 4 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 162 475-მდე გაიზარდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ინფორმაციით, ვირუსით ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 162 475-მდე გაიზარდა.

ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 14 396 ტესტი, აქედან 5 816 ანტიგენი და 8 580 PCR.

ბოლო დღე-თამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 4 301 პირი, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 133 511-მდე გაიზარდა. ამის პარალელურად, კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაცვალების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 1 504 გახდა.

ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 615 შემთხვევა, აჭარაში - 491, იმერეთში - 564, ქვემო ქართლში - 395, შიდა ქართლში - 253, გურიაში - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 433, კახეთში - 236, მცხეთა-მთიანეთში - 175, სამცხე-ჯავახეთში - 76, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 6.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 434.

კვირის ამბები