ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში დაფიქსირებული 5 450 ახალი შემთხვევიდან ინფიცირების 528 ფაქტი გამოვლინდა შიდა ქართლში. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, აღნიშნული რაოდენობა რეკორდული დღიური მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური ტესტირება დაიწყო, რომელიც დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს.
ინფიცირების 5 450 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
თბილისში გამოვლენილია 2 053 შემთხვევა, აჭარაში - 453, იმერეთში - 931, ქვემო ქართლში - 339, შიდა ქართლში - 528, გურიაში - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 434, კახეთში - 386, მცხეთა-მთიანეთში - 104, სამცხე-ჯავახეთში - 105, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 33.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში