საქართველოში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევიდან 222 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავამ, ბრიფინგზე დეტალურად წარადგინა მონაცემები რეგიონების მიხედით.
„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 959 შემთხვევა, აჭარაში - 483, იმერეთში - 980, ქვემო ქართლში - 296, შიდა ქართლში - 222, გურიაში - 122, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 408, კახეთში - 335, მცხეთა-მთიანეთში - 130, სამცხე-ჯავახეთში - 114, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 19“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 336 პაციენტი, სამწუხაროდ, დაფიქსირდა გარდაცვალების 38 ფაქტი.
ამ დროისთვის, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 24 349. მათ შორის, 6 671 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 070 პირი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 476 პირი. 3 899 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 13 779 მოქალაქე ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპზე, თვითიზოლაციაში იმყოფება 51 262 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში კი, მოთავსებულია 1 241 ადამიანი.