03.12.2020 14:13
აძვის საჯარო სკოლაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ვაკანსიაა
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის საჯარო სკოლა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 28-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს, სასურველია სამუშაო გამოცდილება. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, თვეში 700-800 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 2021 წლის 22 იანვარს ეწურებათ. 22 იანვარია მითითებული შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თარიღადაც.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.