საზოგადოება
03.12.2020 12:22
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. აღნიშნული თარიღი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან. როგორც შშმ პირების უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე ორგანიზაციები  აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ მიმართულებით დიდი ძალისხმევაა გაწეული, შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს კვლავაც ექმნებათ გადაადგილების, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა ტიპის პრობლემები.

„სამი დეკემბერი შშმ პირთა საერთაშორისი დღეა. ადამიანების რომელთა შესაძლებლობები განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანების შესაძლებლობებისგან.

ჩემო საუკეთესო პატარა და დიდო მეგობრებო, ჩემო შშმ პირებო, გილოცავთ ჩვენს დღეს. გისურვებთ ყოველი წელი უკეთესი და უკეთესი ყოფილიყოს თქვენთვის, ისეთ დონეზე ყოფილიყოსდაცული თქვენი უფლებები, რომ არასდროს არაფერი გაგჭირებოდეთ. მე თქვენ ყველანი ძალიან, ძალიან მიყვარხართ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, - აღნიშნა GMnews-ის მეშვეობით გავრცელებულ მილოცვაში კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა თინა ბრეგვაძემ.

 

კვირის ამბები