პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეიდან იმ მოქალაქეების აღრიცხვა იწყება, ვინც დაწესებული ორთვიანი შეზღუდვების შედეგად სამსახური დროებით დაკარგეს.
„ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარების მიზნით, ჩვენ დღეიდან ვიწყებთ აღრიცხვას იმ მოქალაქეებისა, რომლებმაც ბოლო ორთვიანი შეზღუდვების შედეგად დროებით დაკარგეს სამსახური. ფინანსთა სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ ეს დახმარება გაიცეს ახალ წლამდე, ხოლო მოქალაქეებმა დროულად უნდა მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს, რომ ეს დახმარება მიიღონ“, - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობა, სახელმწიფო ერთჯერად კომპენსაციას - 300 ლარს გადასცემს. ამ მოქალაქეების რეგისტრაცია დღეიდან იწყება.