საზოგადოება
03.12.2020 11:36
2020 წელს სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან 34 600 აბონენტი გათავისუფლდა

2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 34 600 აბონენტი და დაწესებული სახელმწიფო შეღავათით სარგებლობის შედეგად, ბენეფიციართა დანაზოგმა 3 847 330 ლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების მიზნით შემუშავდა.

„საქართველოში კორონავირუსის პამდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით შემუშავებული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“, მელიორაციის კუთხით მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს. ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება.

კვირის ამბები