საზოგადოება
03.12.2020 11:06
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 4 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 45 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 4 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით,  ბოლო 24 საათში კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 147 636-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 947 პირი, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 124 568-მდე.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 387 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 260 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა, აჭარაში-525, იმერეთში-591, ქვემო ქართლში-351, შიდა ქართლში-294, გურიაში-131, სამეგრელო-ზემო სვანეთში-274, კახეთში-166, მცხეთა-მთიანეთში-134, სამცხე-ჯავახეთში-88, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-30.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 655.

6 561 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 027, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 390 პირი“, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ.

კვირის ამბები