საზოგადოება
03.12.2020 09:00
კრიმინალური ორგანიზაციები გეგმავენ ვაქცინაციის მომარაგების ჯაჭვებში შეღწევას და მის შეფერხებას - ინტერპოლი

ინტერპოლის გენერალური მდივნის, იურგენ შტოკის განცხადებით, მაშინ, როცა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ვაქცინაციების დასაწყებად ემზადებიან, კრიმინალური ორგანიზაციები გეგმავენ მომარაგების ჯაჭვებში შეღწევას და მის შეფერხებას, ასევე ფეიკ ვაქცინების გაყიდვას.

ინტერპოლმა 194 წევრი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები გააფრთხილა, რომ მოემზადონ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქსელებთან გასამკლავებლად, რომლების სამიზნეც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები გახდება.

,,როცა მთავრობები ვაქცინაციების დასაწყებად ემზადებიან, კრიმინალური ორგანიზაციები გეგმავენ მომარაგების ჯაჭვებში შეღწევას და მის შეფერხებას. კრიმინალური ქსელები ასევე გეგმავენ ადამიანების ნდობით ისარგებლონ და ფეიკ ვებგვერდებისა და ყალბი სამკურნალო საშუალებების გამოყენებით შეცდომაში შეიყვანონ, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი,“ - განაცხადა ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა.

კვირის ამბები