14-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის, გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი პროექტს - „კინოხელოვნება“ აანონსებს. პროექტი 6-თვიანია, სასწავლო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას შიდა და საველე პირობებში.
„პროექტი გათვლილია იმ ახალგაზრდებზე, ვინც დაინტერესებულია როგორ იწერება ფილმის სცენარი, როგორ იქმნება კინოსურათები და ა.შ. აქტივობაში ჩართვა შეუძლიათ როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე, სტუდენტებსა და კინოხელოვნებით დაინტერესებულ სხვა ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მიიღონ ზოგადი ცოდნა და გამოცდილება ამბის გადმოცემის, სცენარის წერის, კინოგადაღების, მონტაჟისა და კინემატოგრაფიასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ“, - ნათქვამია ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსურველებს რეგისტრაციისთვის შეუძლიათ მიაკითხონ შემდეგ მისამართზე: გორი, სუხიშვილის ქუჩა №20, ამასთან შესაძლებელია ელექტრონული რეგისტრაციაც ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfR_mZTlHESZKc62v82MCRNLk-iwWW-3zlBBtOLnF1DFovIOQ/viewform?fbclid=IwAR07IxAwVT9TLTqLcrf6TJP0UK-Xc1xZwM8jWtyo-XM32ehg5dPadp4GpaU
პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, გაიმართება შიდაკონკურსი და პროექტის მონაწილეები საბოლოოდ, გასაუბრების საფუძველზე შეირჩევიან.
რეგისტრაცია 1 ნოემბრამდე გაგრძელდება.