გორში, ამილახვრის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 324 მეტრი სიგრძის გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვით 2021 წლის მარტამდე უნდა დასრულდეს.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროექტი გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციასთან ერთად, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, ეზოებში შესასვლელების, ტრანსპორტისა და ფეხით სავალ ნაწილებს შორის ახალი ბორდიურების მოწყობას ითვალისწინებს. მესამე საჯარო სკოლასთან კი, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება.
GMnews-ის ინფორმაციით, ამილახვრის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 283 422 ლარი გაიხარჯება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში