კორონავირუსით ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევიდან 281 გამოვლინდა შიდა ქართლში.
რაც შეეხება დედაქალაქს და სხვა რეგიონებს, თბილისში გამოვლენილია 1 705 შემთხვევა, აჭარაში - 402, იმერეთში - 624, ქვემო ქართლში - 286, გურიაში - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 273, კახეთში - 239, მცხეთა-მთიანეთში - 62, სამცხე - ჯავახეთში - 68, რაჭა - ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 9.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 342-მდე გაიზარდა.
მთლიანობაში, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 143 376-ს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი გაიზარდა 121 621-მდე.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში