ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 033 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 143 376-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 061 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 121 621-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 342 გარდაცვალების შემთხვევა.
ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 705 შემთხვევა, აჭარაში - 402, იმერეთში - 624, ქვემო ქართლში - 286, შიდა ქართლში - 281, გურიაში - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 273, კახეთში - 239, მცხეთა-მთიანეთში - 62, სამცხე - ჯავახეთში - 68, რაჭა - ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 9.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 387. მათ შორის, 6 397 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
3 798 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში. 10 192 პირი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 980 ადამიანი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 765 ადამიანი“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.