სპორტი
01.12.2020 15:28
თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე 38 ნერგი დაირგო

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა. გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელშეწყობით, ა(ა)იპ გორის საფეხბურთო კლუბ „გორის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლება სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე კატალპას, ტუიას, კვიპაროსისა და ნეკერჩხლის ნერგები დარგეს.

როგორც ა(ა)იპ გორის საფეხბურთო კლუბ „გორის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, აქტივობა ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით განხორციელდა, ამასთან, გია ისიანის ინფორმაციით, სტადიონის მიმდებარედ გამწვანების ზოლის არსებობა ცალსახად მნიშვნელოვანია.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული აქტივობის ფარგლებში, სულ 38 ნერგი დაირგო, მათ შორის 8 კატალპას, 16 ტუიას, 2 კვიპაროსისა და 12 ნეკერჩხლის ძირი.

კვირის ამბები