საზოგადოება
01.12.2020 15:17
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 123 პაციენტი

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 123 პაციენტი, - აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, რეგიონში დაფიქსირდა კოვიდდადებითი ორი პაციენტის გარდაცვალების ფაქტი.

„შიდა ქართლის რეგიონიდან, გასული დღე-ღამის განმავლობაში გაგზავნილი იყო 267 სინჯი, აქედან 127-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. მათ შორის, ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები. ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 123 პაციენტი, თვითიზოლაცია კი, მოეხსნა 109 პირს.

სამწუხაროდ, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონში დაფიქსირდა კოვიდინფიცირებული ორი პირის გარდაცვალების ფაქტი - ორივე პაციენტი 80 წლის იყო, ერთი გორში მცხოვრები მამაკაცი და ერთიც, გორის მუნიციპალიტეტის მკვიდრი 80 წლის ქალბატონი“, - ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 3 159-ს, მათ შორის, 1 126 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება 2 237 პირი.

კვირის ამბები