საზოგადოება
01.12.2020 15:01
მომავალი წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლებს სახელფასო დანამატი ეზრდებათ

2021 წლის იანვრიდან დაგეგმილია სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით, - აღნიშნულის შესახებ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე გაწერილია.

ფინანსთა სამინიტროს ინფორმაციით, 2021 წელს შრომით ანაზღაურებაში გათვალისწინებულია თანხა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს 2020 წელს პოლიციასა და ჯარში გაზრდილი შრომის ანაზღაურების სრული წლის დაფინანსება. ამასთან, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გაწერილია თანხები დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა და მიგრანტთა ხელშეწყობისათვის, ჯამურად  103.1 მლნ ლარის ოდენობით. გარდა ამისა, 30 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია მიწის რეგისტრაციის ღონისძიებების ხელშეწყობისთვის.

კვირის ამბები