უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებითა და სააგენტოს ახალი სამუშაო გრაფიკის მიხედვით, ის მოქალაქეები, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურის განხორციელება უწევთ დასვენების დღეებში, სამშაბათსა და ხუთშაბათს, ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებული საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში უნდა გამოცხადდნენ ერთი დღით ადრე,- აღნიშნულ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
„ახალი სამუშაო გრაფიკის თანახმად, შეგახსენებთ, რომ მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. ამასთანავე, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში, თავი შეიკავეთ გარეშე პირების თანხლებისაგან, ასევე, მოგიწოდებთ, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდეთ პირბადით“, - ნათქვამია შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.