საზოგადოება
01.12.2020 11:18
ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევიდან 127 შიდა ქართლში დაფიქსირდა

ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევიდან 127 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ მედიას დეტალურად გააცნო დედაქალაქსა და რეგიონებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების სტატისტიკა.

„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 595 შემთხვევა, აჭარაში - 623, იმერეთში - 392, ქვემო ქართლში - 139, შიდა ქართლში - 127, გურიაში - 152, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 237, კახეთში - 253, მცხეთა-მთიანეთში - 126, სამცხე-ჯავახეთში - 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 43“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 574 პაციენტი, სამწუხაროდ დაფიქსირდა გარდაცვალების 36 შემთხვევა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 454. მათ შორის, 6 366 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 003 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი. 3 708 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 10 380 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 978 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი, იმყოფება 51 282 მოქალაქე.

კვირის ამბები