საზოგადოება
30.11.2020 11:07
საქართველოში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევიდან 82 შიდა ქართლში დაფიქსირდა

საქართველოში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევიდან 82 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ მედიას დეტალურად გააცნო დედაქალაქსა და რეგიონებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების სტატისტიკა.

„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 622 შემთხვევა, აჭარა - 313, იმერეთი - 517, ქვემო ქართლი - 187, შიდა ქართლი - 82, გურია - 19, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 160, კახეთი - 161, მცხეთა-მთიანეთი - 77, სამცხე-ჯავახეთი - 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავრუსის 3 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 937 პირი, გარდაიცვალა 37 კოვიდპაციენტი.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 305. მათ შორის, 6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 038 პირი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი. 3 857 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 10 065 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 52 822 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 104 მოქალაქე.

კვირის ამბები