საზოგადოება
30.11.2020 11:01
საქართველოში კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 937 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, გარდაიცვალა კიდევ 37 ადამიანი.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 135 584-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 937 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 113 986-მდე.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 267 გარდაცვალების შემთხვევა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 305. მათ შორის, 6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 038 პირი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი. 3 857 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 10 065 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 52 822 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 104 მოქალაქე.

კვირის ამბები