საზოგადოება
24.10.2019 13:42
გორი ჩინეთის ქალაქ იუნფუს დაუმეგობრდა

დაძმობილების დოკუმენტს ხელი ქალაქ იუნფუს მერმა ვან შენმა და გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მოაწერეს. შეთანხმება სამეცნიერო, ეკუნომიკურ, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში  თანამშრომლობას ითვალისწინებს.

„გორთან დაძმობილების ინიციატივა ჩინეთის ქალაქ იუნფუს ხელმძღვანელობას ეკუთვნის. ქალაქ იუნფუს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება საქართველოში ერთ-ერთი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩვენი ქალაქის დაათვალიერების შემდეგ მიიღეს. მათ თანამშრომლობის დოკუმენტის გასაფორმებლად გორის მერი ჩინეთში მიიწვიეს, სადაც კონსტანტინე თავზარაშვილი 5 დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა“, - ამბობენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

შეთანხმების ფარგლებში გუნდიანის პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენლები გორს ოფიციალური ვიზიტით 26 ოქტომბერს ესტუმრებიან.

კვირის ამბები